რეგუკლარული გათამაშება კი ავსტრალიურმა ბრისბენის "რედსმა" მოიგო, მეორე ადგილზე კი სამხრეთაფრიკული, კეიპთაუნის "სტორმერზი" გავიდა. ორივე გუნდმა პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც შესარჩევ მატჩებში გამარჯვებულებს დაელოდება.
"რედსმა", ცხადია, A ჯგუფშიც, ანუ ავსტრალიის კონფერენციაშიც პირველი ადგილი დაიკავა. ბრისბენელებმა ბოლო, მე-18 ტურში სტუმრად დაამარცხეს ჰემილთონის "ჩიფსი" - 19:11. "წითლებს" 14 ქულა მგეზავმა ქუადე კუპერმა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
ამავე
თუმცა, "ვორათაზის" ბედი ამ მატჩს არ გადაუწყვეტია. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ დასრულდებოდა, C ჯგუფის ფავორიტების, "ბლუ ბულზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირება.
რაც უნდა საოცარი იყოს, ჩემპიონებმა, რომლებმაც აქამდე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს, სტუმრათა გუნდს ვერაფერი დააკლეს და 23:26 დამარცხდნენ. დურბანელების უპირატესობა განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში იგრძნობოდა. "ზვიგენებმა" პირველი ტაიმი ათი ქულის სახვაობით - 16:10 მოიგეს.
მეორე ნახევარში ბლუ ბულზი მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, ერთი ხანობა ანგარიშში სხვაობა სამ ქუმადეც შეამცირა, მაგრამ 76-ე წუთისთვის "ნატალ შარქსი" ისევ ათი ქულით იგებდა. "ლურჯმა ხარებმა" ერთი კიდევ გაიბრძოლეს, თუმცა მხოლოდ ანაგარიშის შემცირება შეძლეს.
შედეგად "ბლუ ბულზი" გათამაშებას გამოეთიშა და ჩემპიონის ტიტულსაც გამოეთხოვა. "ნატალ შარქსი" კი მე-6 ადგილზე გავიდა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შეხვდება. "ვორათაზი" კი საერთო ჩათვლაში მეხუთეა და ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში ოქლენდის "ბლუზს" დაუპირისპირდება.
ოქლენდელები B ჯგუფში, ანუ ახალი ზელანდიის კონფერენციაში ტურნირის განმავლობაში მუდმივად ლიდერობდნენ და პოზიციები მხოლოდ ბოლო ტურებში დათმეს. მე-18 ტურში "ბლუზმა" შინ დაამარცხა დანიდინის "ჰაილენდერზი" - 33:16, თუმცა ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" სატურნირო ცხრილში მაინც გაუსწრო.
"ჯვაროსნებმა" ბოლო ტურში შინ მოუგეს ველინგთონის "ჰარიკენზს" -16:9, ისე რომ, დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. "კრუსეიდერზსა" და "ნატალ შარქსს" შორის გამარჯვებული ნახევარფინალში "სტორმერზთან" სტუმრად ითამაშებს. "ბლუზსა" და "ვორათაზს" შორის უკეთესის მეტოქე, ასევე სტუმრად "რედსი" იქნება.
სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი (ვორათაზი), 14. დევიდ სმითი (ფორსი), 13. სტეფან ტერბლანჩი (ნატალ შარქსი), 12. ხუან დე იონგი (სტორმერზი), 11. რინო ბენჯამინი (ჩიტაზი), 10. ფედერიკ მიშალაკი, 9. ჩარლი მაკლოიდი (ორივე-ნატალ შარქსი). 1. ბენ დეილი (რედსი), 2. ენდრიუ ჰორი (ჰარიკენზი), გრეგ სომერვილი (მელბურნ რებლზი), 4. გერჰარდ მოსტერტი (ნატალ შარქსი), 5. ალი ვილიამსი (ბლუზი), 6. კიგან დენიელი (ნატალ შარქსი), 7. ლიამ გილი (რედსი), 8. პიერ სპისი (ბლუ ბლუზი)
XVIII ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ფორსი 24:27, ვორათაზი-ბრამბიზი 41:7
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 66 ქულა, 2. ვორათაზი - 57, 3. ფორსი - 37, 4. ბრამბიზი - 33, 5. მელბურნ რებლზი - 24.
B ჯგუფი
ბლუზი-ჰაილენდერზი 33:16, ჩიფსი-რედსი 11:19, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი 16:9
სატურნირო მდგომარეობა
1. კრუსეიდერზი - 61 ქულა, 2. ბლუზი - 60, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 42, 5. ჩიფსი - 40
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი 23:26, ჩიტაზი-სტორმერზი 34:44
სატურნირო მდგომარეობა1. სტორმერზი - 63 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 57, 3. ბლუ ბულზი - 54, 4. ჩიტაზი - 40, 5. ლაიონზი - 25
საერთო მდგომარეობა
1. რედსი - 66 ქულა, 2. სტორმერზი - 63, 3. კრუსეიდერზი - 61, 4. ბლუზი - 60, 5. ვორათაზი - 57, 6. ნატალ შარქსი - 57, 7. ბლუ ბულზი - 54, 8. ჰაილენდერზი - 45, 9. ჰარიკენზი - 42, 10. ჩიფსი - 40, 11. ჩიტაზი - 40, 12. ფორსი - 37
ნახევარფინალის შესარჩევი
ბლუზი-ვორათაზი, კრუსეიდერზი-ნატალ შარქსი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"