"ჯვაროსნები" ნაპიერიში

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება სამხრეთ ნახევარსფეროში სტარტს 24 თებრვალს აიღებს. ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" კი თავის პირველ საშიანო შეხვედრას 9 მარტს ნეიტრალურ მოედანზე, ნაპიერიში გამართავს.

როგორც "ჯვაროსნების" გენერალურმა დირექტორმა ჰემიშ რიაკმა თქვა:
"ისევე როგორც შარშან, ჩვენ დიდი სიამვნებით ვითამაშებდით ტიმარუში ან ნელსონში. მაგრამ გასულ წელს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. კლუბმა 700 ათასი დოლარი დაკარგა. ამიტომ გადავწყვიტეთ, წლევანდელი სეზონის ყველა შეხვედრა ნაპიერიში "მაკლინ პარკ სთედიუნმზე" გავმართოთ.

ჩვენ აქ შარშანაც ვითამაშეთ და ფანტასტიკურ მხარდაჭერას ვგრძნობდით. იმედი გვაქვს, რომ წლეულსაც ასე
იქნება. ფინანსურად ნაპიერი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის იოლი როდი იყო.

ტიმარუმ და ნელსონმა შარშან გაჭირვებისას დახმარების ხელი გამოგვიწოდა. იმედი გვაქვს, რომ ამ ქალაქების ქომაგები სწორად გაგვიგებენ თუ რატომ აღარ ვაპირებთ წლეულს იქ თამაშს.

მადლობა მინდა გადავუხადო "ჰარიკენზის" და ჰოუკს ბეის რეგიონის რაგბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც ყვალანაირად დაგვიჭირეს მხარი. ჩვენს გუნდში ხომ ამ რეგიონის სამი წარმომადგენელი - იზრაილ დაგი, ზაკ გილფორდი და როს კენედი თამაშობს. იმედი გვაქვს, მათი წყალობით ნაპიერიში ქომაგი არ მოგვაკლდება".

შეგახსენებთ, რომ ქრაისთჩერჩში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ "კრუსეიდერზის" სტადიონი ისე დააზარალა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. "ჯვაროსნებს" დღემდე საკუთარი არენა არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული