"წითლებმა" სტუმრად შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქის მინიმალური სხვაობით დამარცხება შეძლეს - 34:33.
ახალი ზელანდია
ბრისბენელებისთვის ახალ ზელანდიაში, ოტაგოს რეგიონში სტუმრობა ადვილი გასეირნება არასდროს ყოფილა.
"ოტაგო სთედიუმზე", რომელზეც 2011 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, "წითლებმა" სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და 61-ე წუთამდე 15 ქულის სხვაობით, 31:16 იგებდნენ.
დასკვნით ოც წუთში დანიდინელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში
კარგად მახსოვს, ინგლისთან მატჩის შემდეგ, დანიდინელთა პრეზიდენტი როგორ სთხოვდა "ბორჯღალოსნების" ლიდერს მამუკა გორგოძეს "ჰაილენდერზში" გადმოდიო. "გულივერა" ნამდვილად უშველიდა "მთიელებს".
ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერი ჰემილთონის "ჩიფსი" შინ მიიღებს ოქლენდის "ბლუზს", რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" ერთად 16-16 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
ჰემილთონელებს კარგი შანსი აქვთ საკუთარ კედლებში მოიგონ და მდევრები კიდევ უფრო მეტად ჩამოიტოვონ. "ჩიფსი" დღესდღეობით მათ ხუთი ქულით უსწრებს.
ახალი ზელანდიის დედაქალაქის, ველინგტონის "ჰარიკენზი" შინ ეთამაშება ზე რაგბის დებიუტანტს, სამხრეთ აფრიკის "საუთერნ კინგზს" და გამარჯვების შემთხვევაში შანსი აქვს ლიდერებში გაერიოს.
VII ტური
ჰაილენდერზი-რედსი 33:34, ჰარიკენზი-საუთერნ კინგზი, ჩიფსი-ბლუზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 21 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 16, 3. ბლუზი - 16, 4. ჰარიკენზი - 13, 5. ჰაილენდერზი - 6.
ავსტრალია
მე-7 ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ალბათ მაინც ავსტრალიის კონფერენციაში გაიმართება.
კანბერას "ბრამბიზი", რომელიც წინა ტურამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა, შინ მიიღებს პრეტორიის "ბლუ ბულზს", რომელიც სამხრეთ აფრიკის კონფერენციის პოტენციური ლიდერია.
პრეტორიელები, ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც მხოლოდ დიდი მიზნებისთვის იბრძვიან. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა "გაუხედნავი ცხენები" "ლურჯი ხარებისთვის" რქების მოგრეხვას.
ლიდერები არ არიან, მაგრამ მაინც საინტერესო შეიძლება გამოდგეს ავსტრალიის კონფერენციის "სამოსნების", სიდნეის "ვორათაზისა" და პერთის "ფორსის" დაპირისპირება.
VII ტური
ბრამბიზი-ბლუ ბულზი, ვორათაზი-ფორსი
სატურნირო მდგომაროება
1. ბრამბიზი - 23 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორთაზი - 13, 4. ფორსი - 9, 5. მელბურნ რებლზი - 9.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციას მე-7 ტურში ავსტრალიური და ახალზელანდიური გუნდები სტუმრობენ.
კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელიც 14 ქულით მე-2 ადგილზეა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლებს.
"ჯვაროსნბეს" ისევე, როგორც მასპინძელთა გუნდს, ორი წაგება აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ტოლ-სწორი გუნდების ბრძოლაა მოსალოდნელი, თუმცა ეს იქამდე, სანამ ქრაისთჩერჩელებს ლიდერი რიჩი მაქოა დაუბრუნდებათ.
ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" ავსტრალიის კონფერენციის აუტსაიდერს, "მელბურნ რებლზს" უმასპინძლებს და, სავარაუდოდ, დაამარცხებს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გუნდს ისევ ზე რაგბის გათამაშებაში დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.
VII ტური
ჩიტაზი-მელბურნ რებლზი, სტორმერზი-კრუსეიდერზი
სატურნირო მდგომაროება
1. ნატალ შარქსი - 17 ქულა, 2. სტორმერზი - 14, 3. ბლუ ბულზი - 14, 4. ჩიტაზი - 13, 5. საუთერნ კინგზი - 8.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"