რიჩი მაქოას თამაში ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ ადრეა!

AutoSharing Option
ახალი ზელანდიისა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" ლიდერმა რიჩი მაქოამ ვარჯიში დაიწყო. თანამედროვეობის საუკეთესო ახალზელანდიელი მორაგბე წვრთნას კლუბთან ერთად გადის, თუმცა მისთვის თამაში ჯერ ნაადრევია.

"ვფიქრობ, რომ რიჩიმ არ უნდა იჩქაროს. მან ახლა
ხან დაიწყო კლუბთან ერთად ვარჯიში. ცხადია, კარგია, როცა თანაგუნდელების გვერდით იწრთობი, ეს ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ის სათანადოდ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

მაქოას ძალიან უნდა, ითამაშოს. უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ",
- თქვა "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ტაბაი მეტსონმა.

შეგახსენებთ, რომ "კრუსეიდერზი" ზე რაგბის გათამაშების მომდევნო ტურში შინ ახალი
ზელანდიის კონფერენციის ლიდერს, ჰემილთონის "ჩიფსს" მიიღებს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ქრაისთჩერჩელები მეორე ადგილს და პლეი ოფში თამაშის უფლებას გაინაღდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაქოა არა დოლანდო მაკაუ :D
rugby gio
02 ივლისი 2013 18:23
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული