როგორც ის აღნიშნავს, პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადაუდგება. ეკლსტოუნმა ასევე თქვა, რომ უკრაინა უნდა შევიდეს დიალოგში და კომპრომისზე წავიდეს, თუ მას სურს ომის შეჩერება.
ეკლსტოუნის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებებით სიტუაციის გამოსწორება შეეძლო, პუტინი კი რუსეთისთვის კარგს აკეთებს.
ფორმულა 1-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერს ყოფილი ხელმძღვანელის ასეთ მისწრაფებებს.
"ეკლსტოუნის სიტყვები მისი პირადი აზრია და ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფორმულა 1 ფიქრობს და ასევე განსხვავდება ჩვენი სპორტის ღირებულებებისგან",
ეკლსტოუნი ადრე გამოირჩეოდა საკამათო განცხადებებით. 2020 წელს მან თქვა, რომ შავკანიანები ზოგადად უფრო რასისტები არიან, ვიდრე თეთრკანიანები.