ბასილაშვილი, რომელიც ახლახან 11 საფეხურით დაქვეითდა რეიტინგში და 62-ე ჩოგანი გახდა, პირველ წრეში 35 წლის ესპანელ დავიდ ფერერს (33) ხვდებოდა.
ბრძოლა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ფერერის გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 3:6, 6:3. ბასილაშვილმა თამაშის განმავლობაში 6-ჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ოთხჯერ იმარჯვა მეტოქისაზე.