ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება

AutoSharing Option
დღეს, 7 აგვისტოს, კანადის ქალაქ მონრეალში "მასტერსის" სერიის მორიგი ტურნირი იწყება. ძირითადი ბადის კენჭისყრის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გახდა რეიტინგის TOP10-ის ყოფილი წევრი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი.

ამ ჩოგბურთელებს ერთხელ უთამაშიათ ერთმანეთში - შარშან, ვენის ტურნირზე ბასილაშვილმა სამ სეტში მოუგო ბერდიხს, რომელიც ბოლო დროს, კარგ ფორმაში შევიდა.

ცოტა ხნის წინ, უიმბლდონზე ჩეხი ნახევარფინალამდე მივიდა, ამ კვირას კი ლოს კაბოსის ტურნირზე ითამაშა, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ბოლო სამ კვირაში სამ ტურნირზე პირველივე წრეში წააგო -
ბაშტადში, ჰამბურგსა და კიტცბუელში.

ბერდიხის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ესპანელ ალბერტ რამოსს და ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შორის მოგებულს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული