ნოვაკ ჯოკოვიჩი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს კანადელ ჟურნალისტს ჰელენ პელეტიეს, რომელმაც თავის ერთ-ერთ სტატიაში სპორტმენს დოპინგის გამოყენებაში დასდო ბრალი. ამასთან, მანვე დაამატა, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ხელს აფარებს.

"ნოვაკი შვებულებაშია, მაგრამ სასწრაფოდ დაუკავშირდა ადვოკატებს. გარდა ამისა, კონსულტაცია გვქონდა ATP-ისთან. ამის საფუძველზე მოვიფიქრებთ - რა მოვიმოქმედოთ მომავალში, - განაცხადა ჯოკოვიჩის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. - აქამდე მას არასოდეს უჩივლია სასამართლოში ჟურნალისტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტყუილი დაუწერიათ ნოვაკის შესახებ. მოთამაშეები არაფერს ლაპარაკობენ საკუთარი ტრავმების შესახებ ტურში არსებული
კონკურენციის გამო, და ეს სპეკულაციის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, ყოველთვის, როცა ტოპ-მოთამაშე ტრავმას იღებს, ასეთი სტატიები ჩნდება".

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჯოკოვიჩმა, იდაყვის ტრავმის გამო, სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა. სერბმა აღდგენაზე კონცენტრირება გადაწყვიტა და ვარჯიშებზე უარი ორი თვით თქვა. ამასთან, მას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული