ჟილ მიულერი ტურნირის მე-4 ნომერი და ATP-ს რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელია. ბასილაშვილთან დაპირისპირებაში ფავორიტად სწორედ ის მიიჩნეოდა, მაგრამ ნიკოლოზმა ის ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის 82-ე ნომერი უზბეკი დენის ისტომინი იქნება. ეს შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.