მამაკაცებს შორის ეს პატივი წილად რაფაელ ნადალს ხვდა. ესპანელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ დაასახელა.
ნადალი 1973 წლის შემდეგ ასევე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, რომელმაც სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.
ქალებს შორის გაბრინ მუგურუზა გამოარჩიეს, რომელმაც წელს ''უიმბლდონის'' დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
''გახდე საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი, ნიშნავს, წელი შესანიშნავად დაასრულო. გამოდის, რომ შესანიშნავი სეზონი მქონდა. ნადალი ბრწყინვალე ჩოგბურთელია და იგი ყველა ესპანელისთვის მისაბაძი მაგალითია'', - აღნიშნა მუგურუზამ.