ბასილაშვილის პირველი მეტოქე იტიალიელი ჩოგბურთელი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰას ტურნირის 1/16-ფინალში, იტალიელ ტომაზო ფაბიანოს დაუპირისპირდება.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ორჯერ და ორივეჯერ 2015 წელს შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია.

შეხვედრა პირველ იანვარსაა დაგეგმილი, მატჩის დაწყების დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფაბიანო რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებს და მისი ძირითადი წარმატებები "ჩელენჯერის" დონის ტურნირებს უკავშირდება.

ამ მწყვილში გამარჯვებული, მერვედფინალურ ეტაპზე, ბორნა ჩორიჩსა და პაბლო კარენო ბუსტას შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ფაბიანოსთან მატჩი ბასილაშვილისთვის ახლახანს დაწყებულ სეზონში პირველი შეხვედრა იქნება.

დოჰას ტურნირიდან ტრავმის გამო მოეხსნა ნოვაკ ჯოკოვიჩი,
პირველ ნომრად კი ავსტრიელი დომინიკ ტიემია განთესილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიგო ორ სეტში!!! ვულოცავ ახალ წელს და 2018 -ში ვუსურვებ წარმატებას!!!
დათო
01:23 02-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული