ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა, მეტოქის ჩაწოდება ოთხჯერ აიღო, საკუთარი კი ორჯერ დაკარგა.

ნიკას არცერთი ეისი ჰქონია, ხოლო ერთი ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა. 6 ბრეკ პოინტიდან კი მან 4-ის რეალიზაცია მოახერხა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ფაბიანოსთან ურთიერთდაპირისპირებებში 2:1 დაწინაურდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში გასვლით 20 სარეიტინგო ქულა
და 20 895 დოლარი გამოიმუშავა.

მისი შემდეგი მეტოქე კი ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც დღესაა დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ნიკას.
gizog
12:44 02-01-2018
0

სიახლეები პოპულარული