შეგახსენებთ, ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილმა პირველ წრეში, იტალიელი ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
გასულ სეზონში ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიპოვა.