ავსტრალიის ღია პირველობა: კალაშნიკოვა ლეპჩენკოსთან ერთად იასპარეზებს

AutoSharing Option
მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვაც იასპარეზებს, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის.

კალაშნიკოვა ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთანაა შეამხანაგებული. მათი დუეტი კი ჩინურ წყვილს - იაფან ვანგს და ქიანგ ვანგს დაუპირისპირდება.

კალაშნიკოვას და ლეპჩენკოს წყვილებში აქამდე ერთად არასდროს უასპარეზიათ, ჩინელთა წყვილმა კი გასულ სეზონში 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც სამში დამარცხდა.

მატჩის დაწყების თარიღი და დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამარჯვების შემთხვევაში ქართულ-ამერიკული წყვილის მეტოქე, სავარაუდოდ, ლატიშა ჩანისა და ანდრეა ჰლავაჩკოვას დუეტი იქნება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული