ნიკოლოზ ბასილაშვილი: კარგ ფორმაში ვიმყოფები

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო.

რუბენ ბემელმანსის დამარცხების შემდეგ ბასილაშვილის კომენტარი მისმა ოფიციალურმა "ფეისბუქგვერდმა" გამოაქვეყნა.

"პირველი წრით კმაყოფილი ვარ. ქარი იყო კორტზე, რაც თამაშს რთულს ხდიდა, მაგრამ კარგ ფორმაში ვიმყოფები და ამას გავუმკლავდი.

შემდეგ წრეში ბემელმანსისა და პულიეს შორის გამარჯვებულს ვეთამაშები.

ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ. ახლა დავისვენებ და ამისთვის ერთი დღე მექნება. ამის შემდეგ მექნება მეორე წრის თამაში.

იმედი მაქვს, რომ შემდეგ წრეშიც კარგად ვითამაშებ.

უკვე მესამეჯერ ვთამაშობ ავსტრალიის ღია პირველობაზე. გასულ წელს კოლშრაიბერთან დავმარცხდი,
რომელ თამაშსაც ვთვლი, რომ უნდა მომეგო.

იქამდე კი ფედერერთან წავაგე.

ჩემთვის დიდი სლემის პირველი წრის გავლა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს", - განაცხადა ბასილაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული