ავსტრალიის ღია პირველობა: ოქსანა კალაშნიკოვა მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

27 წლის კალაშნიკოვამ, ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთან ერთად,  იაფან ვანგისა და ქიანგ ვანგის ჩინურ დუეტს ორ სეტში - 6:4, 6:2 სძლია.

ქართულ-ამერიკულმა წყვილმა 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა.

რაც შეეხება ეისებს და ორმაგ შეცდომებს - პირველ კომპონენტში კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ თავი ორჯერ გამოიჩინეს, ხოლო მეორე კომპონენტით მეტოქეს ქულა მხოლოდ ერთხელ დაუთმეს.

მომდევნო წრეში კი, სავარაუდოდ, მათი მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლატიშა
ჩანის წყვილი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული