09:45 19-01-2018
90 ქულა და 150 000 დოლარი - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა [VIDEO]
AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა 1/16-ფინალში კაილ ედმუნდთან ხუთ სეტში დასანანი მარცხი იწვნია.
პირველი პარტია ნიკოლოზმა ტაი-ბრეიკზე წააგო. იგი მეორე სეტში 3:1 მარცხდებოდა, თუმცა მისი შემოტრიალება მოახერხა და პარტიაც მისი გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.
ბასილაშვილმა მიღებაზე კარგი ასპარეზობა გააგრძელა და მომდევნო სეტიც ანგარიშით - 6:4 სათავისოდ დაიტოვა.
ქართველს მე-4 სეტი სრულიად ჩაუვარდა და 0:6 დამარცხდა.
გადამწყვეტ პარტიაში კი უკეთესი ბრიტანელი აღმოჩნდა და ერთხელ გაკეთებული ბრეიკით, 7:5 გაიმარჯვა.
საბოლოოდ, ბასილაშვილი 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 3:38 საათი გაგრძელდა.
შეხვედრის განმავლობაში ჩვენებურის ანგარიშზე 12 ეისი დაგროვდა.
თუმცა საგულისხმოა ორმაგი შეცდომები. ამ კომპონენტში ნიკოლოზმა მეტოქეს ქულა 17-ჯერ აჩუქა.
ბასილაშვილმა წლის პირველ დიდ სლემზე 55 სარეიტინგო ქულა და 150 000 დოლარი გამოიმუშავა.
ქართველს ჰქონდა შანსი, კარიერაში პირველად, დიდი სლემის მე-4 წრეში გასულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
P.S. იმედია, ამას გამოაქვეყნებთ, თორემ თქვენს შეცდომებს როდესაც ვამჩნევ, იმას არ ბეჭდავთ ხოლმე.