სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა, ანტალიის ტურნირის ფინალში გავიდა.

1/2 ფინალურ მატჩში შაფათავამ, 18 წლის ბელორუსი, ნიკა შიტკოუსკაია დაამარცხა.

პირველი სეტი ბელორუსმა 7:5 მოიგო, მეორე პარტია ქართველის სასარგებლოდ 6:4 დასრულდა, გადამწყვეტ სეტში კი ანგარიშით 5:0-ზე, შაფათავას მეტოქემ თამაში შეწყვიტა.

სოფოს ანგარიშზე 4 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ფინალურ მატჩში, რომელიც ხვალ გაიმართება, იგი რუს ვარვარა გრაჩევას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული