ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულდა საჩოგბურთო ტურნირი, სადაც ქართველი სოფია შაფათავაც მონაწილეობდა.

შაფათავა ფინალამდე მივიდა, იქ კი რუს ვარვარა გრაჩევასთან ორ სეტში - 5:7 0:6 დამარცხდა.

ეს ქართველისთვის ანტალიაში ზედიზედ მე-2 ტურნირი იყო.

წინა ტურნირზე მან ნახევარფინალამდე მიაღწია, ახლა კი შედეგი ერთი წრით გააუმჯობესა.

ავსტრალიის ღია პირველობა იუნიორთა შორისაც ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება. პირველივე წრეში დამარცხდა ანა მაქაცარია. 17 წლის ქართველს 16 წლის ფრანგმა კლარა ბურელმა ორ სეტში - 6:2, 6:3 სძლია.

მეორე წრეში დაასრულა ასპარეზობა მარიამ დალაქიშვილმა. 16 წლის სპორტსმენმა
15 წლის ამერიკელ ალექს ნოელთან ვერაფერი გააწყო და ორ პარტიაში ანგარიშით - 2:6, 0:6 ასპარეზობას გამოეთიშა.

დალაქიშვილი ასევე წყვილებშიც ასპარეზობდა, სადაც იგი ასევე ქართველ ზოზი ქარდავასთან იყო შეამხანაგებული. ქართული წყვილი დალიანა ჰიუიტისა და პეიტონ სტირნსის დუეტთან სამ სეტში - 6:2, 3:6, 3:10 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული