ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ტურნირის 6-გზის ჩემპიონი სამხრეთკორეელ ჰეიონგ ჩანგთან სამ სეტში - 6:7, 5:7, 6:7 დამარცხდა.

სერბი განსაკუთრებით ცუდად მოწოდებაზე გამოიყურებოდა. მან საკუთარი ჩაწოდება ექვსჯერ დაკარგა, მეტოქისა კი ხუთჯერ აიღო.

ნოვაკმა ასევე ძალიან ბევრი ორმაგი (9) შეცდომა დაუშვა, ამის საპირისპიროდ კი ეისით ქულა მხოლოდ ორჯერ აიღო.

ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდნენ და ამ მოგებით ჩანგმა ტიტულოვან მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა.

ჩანგი პირველი კორეელი გახდა, რომელიც დიდი სლემის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში მისი მეტოქე
ამერიკელი ტენის სანდგრინი იქნება, რომელმაც დღეს კიდევ ერთი სენსაცია დააფიქსირა და ასპარეზობას დომინიკ ტიემი გამოთიშა.

ჯოკოვიჩს კი აშკარად ცუდი დაბრუნება გამოუვიდა, თუმცა სერბი ტრავმის გამო კორტზე 6 თვე ვერ ასპარეზობდა და მას ასევე, რადეკ შტეპანეკის სახით, ახალი მწვრთნელი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული