ზედიზედ მეორედ - ავსტრალიაში პირველი კვლავ ფედერერია

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია. შვეიცარიელმა, ფინალურ შეხვედრაში, ხორვატი მარინ ჩილიჩი ხუთ სეტში - 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა.

მატჩი 3 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა რა დროშიც, ფედერერის ანგარიშზე, 24 ეისი დაფიქსირდა. ორმაგი შეცდომით კი მან მეტოქეს ქულა ოთხჯერ დაუთმო.

ფედერერმა, ავსტრალიის ღია პირველობაში ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მეექვსედ მოიგო.

შვეიცარიელს, ამ გამარჯვებით, 20 დიდი სლემის ტიტული დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თანამედროების საუკეთესო სპორტსმენი
კახა
21:38 28-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული