დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც დამარცხდა

AutoSharing Option
მარაკეშში დევისის თასზე საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მაროკოსთან მეორე მარცხი განიცადა. ჩვენი გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (57-ე ჩოგანი) სამ სეტში დამარცხდა ამინ აჰუდასთან (698) 6:3, 3:6, 3:6.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირდება ლამინ უაჰაბისა (591) და გიორგი ცივაძის (1082) შეხვედრით გაიხსნა, რომელიც მაროკოელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა - 6:3, 6:3.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები 0:2 მარცხდება. ხვალ 15:00 საათზე წყვილთა თანრიგის მატჩი გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ქართველები გაიმარჯვებენ, დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლა ერთეულთა თანრიგში გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეი კიდია საქრთველოს ნაკრები, თორემ 54 ჩოგანი როგორ უნდა დამრცხდეს 698 ჩოგანთან?
irakli
21:58 04-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული