სოფია შაფათავას შემდეგ, ამჯერად მეტოქეზე სუსტი ეკატერინე გორგოძე აღმოჩნდა, რომელსაც ვიქტორია ტომოვამ ორ სეტში - 6:2, 6:3 სძლია.
ამრიგად, ბულგარეთის ნაკრები ქართველებთან დაპირისპირებაში 2:0 დაწინაურდა. წინ კიდევ წყვილთა თანრიგის შეხვედრაა დარჩენილი, რომელიც მხოლოდ ფორმალობისთვის ჩატარდება. ასე რომ, A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს წაგებათა გრაფაში ერთიანი ჩაეწერება.