ანტალიის ტურნირი: გორგოძემ ერთეულებში ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა

AutoSharing Option
ეკატერინე გორგოძემ ანტალიის ტურნირზე ასპარეზობა ერთეულებში ნახევარფინალში დაასრულა. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი, კანადელ რებეკა მარინოსთან სამ სეტში - 6:4, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ქართველის ანგარიშზე 2 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეკატერინეს მეტოქემ ეისით ქულა 10 შემთხვევაში აიღო, თუმცა საკუთარი ჩაწოდება 4-ჯერ დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ გორგოძე ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში ფინალშია გასული. მისი და დეა ჰერძელასის დუეტი, მარტინა კარეჯაროსა და ფედერიკა დი სარას წყვილს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული