ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. ორივე სპორტსმენი (დევისის თასის ჩათვლით) მატჩს ზედიზედ ოთხი წაგებით ხვდება. სტივ ჯონსონი 28 წლისაა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს.
შეხვედრა 21:30 საათზეა ჩანიშნული, წარმატების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში ბასილაშვილის მეტოქეს ტარო დანიელისა და მილოშ რაონიჩის შეხვედრა გაარკვევს.