ნიკოლოზ ბასილაშვილი ცუდი სერიის შეწყვეტას აკაპულკოში შეეცდება

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი, აკაპულკოს ტურნირის პირველ წრეში, ამერიკელ ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი ჩოგანი მეტოქეს კარიერაში მეხუთედ შეხვდება.

გასული ოთხი მატჩიდან, ანგარიში თანაბარია - 2:2. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ორივე გრუნტის (თიხის) საფარზე აქვს მოგებული, დონალდსონს კი ჰარდზე, რომელზეც ეს შეხვედრა გაიმართება.

დევისის თასის ჩათვლით, ბასილაშვილი აღნიშნულ დაპირისპირებას, ზედიზედ ხუთი მარცხით ხვდება. მატჩის დაწყების თარიღი და დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. წყვილში უკეთესი კი, 1/8-ფინალში მეთიუ ებდენისა და სემ ქუერის დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული