ინდიანაში ახალი ისტორიის დასაწყებად - ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრუნდება

AutoSharing Option
პლანეტის ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, აქტიურ სპორტში დღეს დაბრუნდება. სერბმა, იდაყვზე მეორე ოპერაცია ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გაიკეთა.

როგორც მამამისმა სრდან ჯოკოვიჩმა განაცხადა, მისი შვილი ჩოგბურთში გრუნტის სეზონისთვის დაბრუნდებოდა, თუმცა ნოვაკმა ეს პროცესი დააჩქარა.

სერბს ინდიანა უელსის ტურნირი კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული. დღეს კი ის თბილისის დროით 23:30 წუთზე იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდება.

ჯოკოვიჩის თქმით, მას დიდი მიზნები აქვს და ახალი ისტორიის დაწერას შეეცდება. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმების პერიოდი წარულს ჩაბარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული