სპორტსმენთა გზები აქამდე სამჯერ გადაიკვეთა, მათ შორის ერთი თამაში წელს ჩატარდა. წელს დოჰაში ნიკოლოზმა იმარჯვა, მთლიანობაში კი ის ფაბიანოს 2:1 ამარცხებს.
იტალიელი 28 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 86-ე პოზიციას იკავებს. მან საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს 18 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 70-ე ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი აღნიშნულ შეხვედრას ზედიზედ ორი შეწყვეტილი მატჩით ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარზე აქვს პრობლემები და სრულყოფილად თამაშს ამის გამო ვერ
დევისის თასის ჩათვლით, ნიკოლოზს ზედიზედ 7 მარცხი აქვს. უკანასკნელი გამარჯვება მან 2018 წლის 17 იანვარს იზეიმა, როდესაც რუბენ ბემელმანსს აჯობა.
წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება, რომელსაც წელს ბრწყინვალე სეზონი აქვს და მსოფლიოში მე-8 ჩოგანია.
ქართულ-იტალიური მატჩის ზუსტი დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მატჩი ზეგ, გვიან ღამით გაიმართება.