ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირზე იასპარეზებს.

1/16-ფინალში ქართველის მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

ნიკოლოზისა და მისი მეტოქის გზები აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა და მაშინ ანდრიას ჩელენჯერზე გამარჯვებული ქართველი დარჩა.

მატეო 21 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 104-ე პოზიცია უკავია.

ქართულ-იტალიურ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ლამინუ უაჰაბსა და ფილიპ კოლშრაიბერს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 10 აპრილსაა ჩანიშნული, დასაწყისი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არანაირად აღარ ვგულშემატკივრობ და მეტიც, მისი წაგება გამიხარდება!

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე...
გელა
15:41 09-04-2018
6
სამ სეტში მოუგო უაჰაბსაც!!! წარმატებები!!!
დათო
22:07 12-04-2018
1

სიახლეები პოპულარული