ქართველი სპორტსმენი აშკარა აუსტაიდერად იყო შერაცხილი, თუმცა მან რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიქტორია დიაჩენკო სამ სეტში - 5:7, 7:5, 6:3 დაამარცხა.
გორგოძემ 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 0 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
მომდევნო წრეში მისი მეტოქე ჩეხი ტერეზა სმიტკოვა იქნება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
აქვე გეტყვით, რომ გორგოძე სტამბულში წყვილებშიც იასპარეზებს, სადაც პერმა ოზგენთანაა შეამხანაგებული.