ნიკოლოზ ბასილაშვილმა რევანში აიღო და დღეს 1/4-ფინალში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე 1/4-ფინალში გავიდა.

მსოფლიო რეიტინგში 86-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა მაროკოელი ლამინე უაჰაბი, რომელიც კორტების მასპინძელი გახლდათ, სამ სეტში - 7:6, 5:7, 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზმა 4 ბრეიკი გააკეთა და ასევე, საკუთარი ჩაწოდებაც ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით უაჰაბზე ერთგვარი რევანშიც აიღო, რადგან რამდენიმე თვის უკან სწორედ მან დაამარცხა ნიკოლოზი დევისის თასზე.

1/4-ფინალში, რომელიც დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული, ჩვენებური პორტუგალიელ
ჟოაო სოუზას დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

წარმატების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე პაბლო ანდუხარსა და ალექსეი ვატუტინს შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესე რა !
სოსო
11:38 13-04-2018
1
მშვენიერი თამაში. მოწინააღმდეგე რბილებს კარგად უგდებდა(ბადესთან ახლოს) მაგრამ ბოლოსკენ ფაქტია ნიკომ დაუმუღამა )) წარმატებები!
ბიანკონერი
10:43 13-04-2018
1

სიახლეები პოპულარული