30 აპრილს ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექს "მზიურში" ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით სტარტს აიღებს ქალთა საერთაშორისო ტურნირი 25 000 აშშ დოლარის საპრიზო ფონდით.
ტურნირის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და კულტურის და სპორტის სამინისტრო.
28-29 აპრილს საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება, ხოლო 30 აპრილ-6 მაისს ძირითადი ბადის შეხვედრები ჩატარდება.