ბუდაპეშტის ტურნირი: ბასილაშვილმა რევანში აიღო და 1/8-ფინალში ამომავალ ვარსკვლავს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის 1/8-ფინალში ითამაშებს.

მსოფლიო რეიტინგში 79-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა იტალიელი პაულო ლორენცი ორ სეტში - 6:4, 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზმა სამი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს. მის ანგარიშზე 5 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაფიქსირებულა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა ლორენცისთან ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა და 1:1 გახადა.

მისი შემდეგი მეტოქე კი ამომავალი ვარსკვლავი, კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული