ტურნირზე 7 ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ დალაქიშვილი, მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, ანა შანიძე, ლანა კენჭიაშვილი და ზოზი ქარდავა - ითამაშებს.
შეჯიბრის საპრიზო თანხა 25 000 $-ია. ტურნირი 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
აქვე გეტყვით, რომ დღეს სტამბოლის ტურნირზე იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მატჩი ჟერემი შარდისთან თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.
▶ ალექსანდრე მეტრეველი: ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება