სტამბოლის ტურნირი: ბასილაშვილი ერთეულებში პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში სტამბოლის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ფრანგ ჟერემი შარდისთან ორ სეტში - 5:7, 3:6 წააგო.

ნიკოლოზმა 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა. მის სტატისტიკურ გრაფაში 1 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ბასილაშვილი სტამბოლში წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. მისი და რადუ ალბოტის დუეტი მატჩს დღეს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ცუდ დღეშია ქართული ჩოგბურთი.
0

სიახლეები პოპულარული