თბილისის თასი: 7 ქართველი ჩოგბურთელიდან ტურნირს მხოლოდ 2 მათგანი შემორჩა

AutoSharing Option
თბილისის თასზე პირველ საასპარეზო დღეს შვიდმა ქართველმა ჩოგბურთელმა ითამაშა, რომელთაგანაც შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ორმა მათგანმა გააღწია.

თავიანთი შეხვედრების მოგება მხოლოდ მარიამ ბოლქვაძემ და ეკატერინე გორგოძემ მოახერხეს.

მარიამ დალაქიშვილი, სოფია შაფათავა, ანა შანიძე, ლანა კენჭიაშვილი და ზოზი ქარდავა პირველივე წრეში დამარცხდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ბოლქვაძის მეტოქე 1/8-ფინალში ომანელი ფატმა ალ ნაბჰანი იქნება, გორგოძე კი ინდოელ რუტუა ბოსალეს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული