ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილზე მყოფი ქართველის მეტოქე ამერიკელი ბიორნ ფრატანჯელო იქნება.

ჩოგბურთელთა გზები აქამდე ერთხელ გადაიკვეთა და 2015 წელს როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენებურმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხა.

მატჩი დღეს 17:30 საათზეა ჩანიშნული. წარმატების შემთხვევაში საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ბასილაშვილი ნიკოლას ალვას ვარონასა და მირზა ბაზიჩს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული