მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილზე მყოფი ქართველის მეტოქე ამერიკელი ბიორნ ფრატანჯელო იქნება.
ჩოგბურთელთა გზები აქამდე ერთხელ გადაიკვეთა და 2015 წელს როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენებურმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხა.
მატჩი დღეს 17:30 საათზეა ჩანიშნული. წარმატების შემთხვევაში საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ბასილაშვილი ნიკოლას ალვას ვარონასა და მირზა ბაზიჩს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.