ნიკოლოზ ბასილაშვილი აგებდა, მაგრამ კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში შესვლას შეეცდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, მისი მეტოქე ბოსნიელი მირზა ბასიჩი იქნება.

გუშინ კი ბიორნ ფრატანჯელოსთან დაპირისპირებაში, ნიკოლოზმა პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე პარტიაში 3:2 იგებდა, როდესაც ამერიკელმა თამაში ვეღარ გააგრძელა.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი და ბასიჩი ერთმანეთს ერთხელ უკვე გადაეყარნენ და მაშინ იზმირის ჩელენჯერზე ბოსნიელმა იმარჯვა.

შეხვედრა დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული