ქართველის მეტოქე 22 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 370-ე საფეხურს იკავებს. მისი და ნიკოლოზის გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ წარმატების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბასილაშვილის მეტოქე მე-2 წრეში მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.
ამისთვის ნოლეს ალექსანდრ დოლგოპოლოვის დამარცხება ესაჭიროება, რაც წესით, ადვილი წარმოსადგენია.
ბასილაშვილისა და ბალდის შეხვედრა კი ხვალ გაიმართება.