მისი მეტოქე მე-2 წრეში მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ორ სეტში სძლია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 4.9 მილიონი ევროა, ბასილაშვილმა კი ამ მოგებით 45 სარეიტინგო ქულა და 32 ათასი ევრო გამოიმუშავა.
ბასილაშვილის და ჯოკოვიჩის მატჩი ხვალ ჩატარდება.