ბასილაშვილმა ვერ მოახერხა ჯოკოვიჩის ძლევა და ტურნირს მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.
პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უკანასკნელი გეიმი წააგო, მეორე სეტში კი სერბის უპირატესობა აშკარა იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
1/8 ფინალში ჯოკოვიჩი ესპანელ ალბერტ რამოს ვინოლასს შეხვდება, რომელმაც არგენტინელ ფედერიკო დელბონისს სამ სეტში მოუგო.