ამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე... - ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ოფიციალური გვერდი გააუქმა. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ჩოგანმა Facebook-ზე გუშინ დაწერა.

ბასილაშვილის პოსტში ვკითხულობთ:

"მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებულნი ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა.

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ.

მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა.

მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ
გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის", - წერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

▶ საფრანგეთის ღია პირველობა: ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა და რეიტინგში ქულები დააკლდება
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბსოლიტურად მესმის შენი გადაწყვეტილების , შენი წინსვლისთვის როგორც ჯობია ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ჭეშმარიტ გულშემატკივრებს სპორტული შედეგი გვინდა რომელიც სახეზეა და კიდევ უფრო დიდი შედეგების მოლოდინი გვაქვს. წარმატებები ნიკოლოზ!!!
luka
15:41 30-08-2018
0
ბავშვური საქციელია, ნიკოლოზ. მე ძალიან მომწონხარ, როგორც სპორტსმენი და ადამიანი, მაგრამ კრიტიკაც უნდა აიტანო, თუ ამაზეა საუბარი. თუ უზრდელობს ვინმე, ამას სხვანაირად შეიძლება მოევლოს. ასეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ზღვარი ძალიან მცირეა საზოგადო ადამიანსა და დანარჩენებს შორის ტექნოლოგიის გამო. ყველას უწევს ამასთან გამკლავება. შენც უნდა აიტანო როგორმე.
odala
21:51 29-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული