ბასილაშვილმა მეწყვილესთან ერთად 4 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობაზე, წყვილთა თანრიგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა.

მისი და ავსტრალიელი ჯეიმს მილმანის დუეტმა ფლორიან ლაკატისა და არტურ რინდერკნიხის წყვილი სამ სეტში - 6:3, 3:6, 7:5 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ნიკოლოზმა და ჯეიმსმა 4 მატჩ-პოინტი გადაარჩინეს.

ქართველმა და ავსტრალიელმა წყვილებში ერთად პირველად იასპარეზეს. მათი შემდეგი მეტოქე კი ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილი ნიკოლა მეტკიჩისა და ალექსანდრ პეიას დუეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსზე ბასილაშვილი ერთეულებშიც ასპარეზობდა, თუმცა პირველივე წრეში ჟილ სიმონთან დამარცხდა.

altამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, ამიტომ

გადავწყვიტე... - ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული