გამონაკლისი არც ნიკა ბასილავილი იქნება, რომელიც ჰოლანდიაში ჰერტოგენბოსხის ტურნირში ჩაერთვება.
ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში მისი მეტოქე იაპონელი იუიჩი სუგიტა იქნება.
სამწუხაროდ, ჩოგბურთელები აქამდე კარიერაში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება იაპონელს დარჩა.
პირველი რაუნდის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი ან მარიუს კოპილს, ანდაც ალიაჟ ბედენეს შეხვდება.