ნიკოლოზ ბასილაშვილი "იღბლიანი დამარცხებული" აღმოჩნდა და ჰალეს ტურნირზე დააბრუნეს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მარცხი განიცადა, ის ძირითად ბადეში მაინც მოხვდა.

საქმე იმაშია, რომ პიტერ გაიოვჩიკი ტრავმის გამო ტურნირს მოეხსნა და გერმანელი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულმა პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაანაცვლა.

ასეთ შემთხვევაში ჩოგბურთელს Lucky Loser-ს უწოდებენ, რაც "იღბლიან დამარცხებულს" ნიშნავს.

ქართველის მეტოქე 17 წლის გერმანელი რუდოლფ მიოლკერია. მატჩი გუშინ დაიწყო და წვიმის გამო მხოლოდ ერთი გეიმი გათამაშდა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაგრძელდება. ნიკოლოზი 0:1 მარცხდება და მის მოწოდებაზე ანგარიში 15:30-ია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული