საქმე იმაშია, რომ პიტერ გაიოვჩიკი ტრავმის გამო ტურნირს მოეხსნა და გერმანელი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულმა პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაანაცვლა.
ასეთ შემთხვევაში ჩოგბურთელს Lucky Loser-ს უწოდებენ, რაც "იღბლიან დამარცხებულს" ნიშნავს.
ქართველის მეტოქე 17 წლის გერმანელი რუდოლფ მიოლკერია. მატჩი გუშინ დაიწყო და წვიმის გამო მხოლოდ ერთი გეიმი გათამაშდა.
შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაგრძელდება. ნიკოლოზი 0:1 მარცხდება და მის მოწოდებაზე ანგარიში 15:30-ია.