ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა იქნება.
ნიკოლოზისა და ბაენას გზები აქამდე ერთხელ, 2015 წელს გადაიკვეთა და მაშინ ბასილაშვილმა ესპანელი ნაპოლის ტურნირზე სამ სეტში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურის მეტოქეს ბალახის საფარზე, სადაც დღევანდელი მატჩი გაიმართება, პროფესიონალურ ტურში გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.
ბაენა 25 წლისაა და მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს. ის ცნობილი გრუნტის საფარზე კარგი თამაშითაა.
შეხვედრა 16:30 საათზეა ჩანიშნული.