ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის 23-ე ნომერმა ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა.

მარინ ჩილიჩთან დაპირისპირების წუთშესვენებაზე კამერები ავსტრალიელისკენ იყო მიმართული, რა დროსაც მან ბოთლით მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა.

რა სახის ჯარიმა დაეკისრება კირგიოსს ჯერჯერობით უცნობია, ჩილიჩთან შეხვედრა კი მან ორ სეტში წააგო.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელი ცუდი ხასიათით და უბადლო ნიჭით არის ცნობილი.

გასულ წელს სტენ ვავრინკასთან შეხვედრის მიმდინარეობისას, მან შვეიცარიელს უთხრა, რომ მის მეგობარ გოგონა დონა ვეკიჩთან სექსუალური ურთიერთობა ტანასი კოკინაკისს ჰქონდა, რომელიც კირგიოსის ბავშვობის მეგობარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული