ქართველმა სერბი დუშან ლაიოვიჩის წინააღმდეგობა სამ სეტში ანგარიშით 6:4, 2:6, 7:5 დაძლია.
ნიკამ სამი ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება რამდენჯერმე დაკარგა. მის ანაგრიშზე 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
ბასილაშვილი ლაიოვიჩთან ურთიერთდაპირისპირებებში 3:0 დაწინაურდა, ბალახის საფარზე კი 1/4-ფინალში პირველად გავიდა.
იქ კი მისი მეტოქე ჩეხი ჯირი ვესელი იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. მატჩი ხვალისთვის არის ჩანიშნული.